суббота, 15 марта 2014 г.

   





 ემბლემა                                                                                                 დროშა
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია – (გაერო) – საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციაა. იგი შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ 1945 წლის 26 ივნისს სან–ფრანცისკოს საერთაშორისო კონფერენციაზე.
მეორე მსოფლიო ომამდე არსებულმა მშვიდობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ – ერთა ლიგამ, ვერ შეასრულა თავისი დანიშნულება, ვერ ააცილა კაცობრიობას მეორე მსოფლიო ომი. ამიტომ მან როგორც უმწეო და უსუსრი დაისალა. მან მთელი თავის აქტივები გადასცა ახალ საერთაშორისო ორგანიზაციას – გაეროს. 
ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ჯერ კიდევ 1943 წელს სამი სახელმწიფოს – აშშ–ს, სსრკ–ს, დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა, რომელსაც შეუერთდა აგრეთვე, ჩინეთი
შემუშავდა წესდების პროექტი, რომელიც შეთანხმდა დიდი სამეულის მეთაურთა (ჩერჩილისტალინირუზველტიყირიმის კონფერენციაზე 1945 წლის თებერვალში. 
სან–ფარნცისკოს დამფუძნებელ კონფერენციაზე მოიწვიეს მეორე მსოფლიო ომის დროს ანტიჰიტლერულ კოალიციაში შემავალი ქვეყნები. 
1945 წლის 26 ივნისს გაეროს წესდებას ხელი მოაწერა 50 სახელმწიფომ.  წესდება ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც გაეროს დღე. 

გაეროს მთავარი ორგანოებია:

1. გენერალური ასამბლეა
2. უშიშროების საბჭო
3. ეკონომიკური და სოციალური საბჭო
4. საერთაშორისო სასამართლო
5. სამდივნო – გაეროს გენერალური მდივნის მეტაურობით.

გაეროს ცენტრალური შტაბ–ბინა ნიუ იორკშია 




თუმცა მას გააჩნია ასევე შენობები სხვა ადგილებშიც.
მაგ: გაეროს შენობა ჟენევაში



 გაეროს  რეგიონალური შენობა აშხაბადში